,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლისპირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 აპრილის N31/2022 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მაია ჭელიძე - კომისიის თავმჯდომარე, პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ბ) მაია მეტრეველი - კომისიის წევრი, თსუ კანცელარიის საქმის წარმოების განყოფილების უფროსი;
გ) ლიკა კილაძე - კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი.
2. დაევალოს კომისიას მიიღოს თსუ-ს კანცელარიის წესით შემოსული პრეტენდენტების განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია, უზრუნველყოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 აპრილის N31/2022 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან მიმართებაში და შემოწმებული დოკუმენტაცია წარუდგინოს აკადემიურ საბჭოს არაუგვიანეს 2022 წლის 3 მაისის 10 საათისა.
3.ბრძანების დაინტერესებული პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
4.წინამდებარე ბრძანების თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე